Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია 2 პაციენტის ინფიცირების წყარო


„კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ:

„7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევსთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტრაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არ შეცვლილა და მათი პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-ია.

29 აგვისტოს მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 239 ადამიანი, მათ შორის რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG