Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 მილიონს გასცდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი, ინდოეთში სარეკორდო ზრდაა


მთელ მსოფლიოში კორონავირუსის აღრიცხულ შემთხვევათა რიცხვი 25 მილიონს გასცდა, იტყობინებიან ახალი ამბების სააგენტოები, რომლებიც, ამასთან, ავრცელებენ ცნობას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება ინდოეთში.

მსოფლიოში ინფექციის გამო დაღუპულთა რაოდენობა 840 ათასია, იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომლის გამოთვლებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 25 მილიონზე ნაკლებია.

ინდოეთში, მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვით მეორე სახელმწიფოში, 30 აგვისტოს სარეკორდო, 78761 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ავრცელებს მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო. ინდოეთში ინფიცირებულთა ყველა მაღალი რიცხვია აღრიცხული აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

სამხრეთ კორეაში უკვე მე-17 დღეა ინფიცირებულების მატების რიცხვი სამნიშნაა, თუმცა, 30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ხუთ დღეში 299 ახალი შემთხვევა დღიური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, იტყობინება ქვეყნის ჯანდაცვის უწყება.

ამ ქვეყანამ, რომელსაც კოვიდ-19-ით დაღუპულთა შედარებით დაბალი მაჩვენებელი, 320, ჰქონდა, გააგრძელა სოციალური დისტანცირების მეორე ფაზა 28 აგვისტოს კიდევ ერთი კვირით და შემოიღო უფრო მკაცრი წესები იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG