Accessibility links

მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


მონტენეგროში 30 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარდა.

საარჩევნო კომისიის თანახმად, დღის ბოლოსკენ, ოდნავ ადრე, სანამ საარჩევნო უბნები დაიხურებოდა, აქტქიურობამ შეადგინა თითქმის 75 პროცენტი.

ადგილობრივი დროით 20 საათისთვის უბნები დაიხურა.

მეთვალყურეები იყობინებიან დარღვეების თაობაზე, მათ შორის იმაზე, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

სავარაუდოდ, ვერც დიდი ხნის განმავლობაში მმართველი პრო-დასავლური სოციალისტების დემოკრატიული პარტია (DPS) და ვერც წამყვანი ოპოზიციური პრო-რუსული და პრო-სერბული დემოკრატიული ფრონტი (DF) ვერ მოიპოვებს უმრავლესობას 81 ადგილიან პარლამენტში.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ამომრჩეველთა 51.5 პროცენტის გამოცხადება საარჩევნო უბნებზე შუა დღისთვის, რაც ოთხი წლის წინანდელი არჩევნების იმავე დროს დაფიქსირებულ 39.9 პროცენტზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.

თემას კამპანიისა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, უმეტესად ინტერნეტის და სოციალური მედიის მეშვეობით ჩატარდა, წარმოადგენდა რელიგიური კანონმდებლობა, რომელიც, როგორც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, მას ქონებას დააკარგვინებს. მონტენეგროს ოფიციალურმა პირებმა ეს ბრალდებები არაერთხელ უარყვეს.

კამპანიის განმავლობაში, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა მოიაზრებოდა, როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის - პირველ რიგში, დემოკრატიული ფრონტის - მამოძრავებელი ძალა.

დედაქალაქ პოდგორიცაში ხმის მიცემის შემდეგ, პრეზილენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ მოელის, რომ მონტენეგროელების უმრავლესობა ქვეყნის "ევროპულ მომავალს" აირჩევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG