Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა. ეს 14 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1487-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 31 აგვისტოს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 19 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1240.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

31 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5524 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 221.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას ამ დროისთვის დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 315 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG