Accessibility links

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია


კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი პაციენტიდან 7-ს კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირებთან, 11 შემთხვევა კი შემოტანილია. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 11 შემოტანილიდან 2 შემთხვევაში კორონავირუსი დაუდგინდა სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს.

მარინა ეზუგბაიას ცნობითვე, 31 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 202 პაციენტს. მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია და 21-ის მძიმე.

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1487-მდე გაიზარდა. მათგან უკვე განიკურნა 1240. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ია.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

31 აგვისტოს 11:30 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5828 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას ამ დროისთვის დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 315 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG