2020 წლის ივლისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ეკონომიკა 5,5 პროცენტით შემცირდა. წინასწარი მონაცემები საქსტატმა დღეს, 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.
გასული თვის გათვალისწინებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა პირველ 7 თვეში 5,8 პროცენტით შემცირდა.
"2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა", - ვკითხულობთ საქსტატის გავრცელებულ მონაცემებში.
რაც შეეხება ივნისს, წინა წლის იმავე პეროდთან შედარებით, მშპ 7,7 პროცენტით შემცირდა.
კორონავირუსის პირობებში შექმნილი ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 4 პროცენტით შემცირდება.
დაწერეთ კომენტარი