Accessibility links

ჩეხეთში 1 სექტემბრიდან კვლავ სავალდებულო ხდება პირბადის ტარება ტრანსპორტში და ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში


ჩეხეთში, სადაც ბოლო ხანს შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, 1 სექტემბრიდან კვლავ სავალდებულო ხდება პირბადის ტარება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მანამდე ეს წესი მოქმედებდა მხოლოდ მეტროში.

მთავრობის დადგენილებით პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ასევ ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში - სახელმწიფო მართვის ორგანოებში, საარჩევნო უბნებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და სოციალურ სამსახურებში.

სასწავლო დაწესებულებებში, სუპერმარკეტებში, სპორტდარბაზებსა და რესტორნებში პირბადის ტარება არ იქნება საჭირო.

31 აგვისტოს სტატისტიკით ჩეხეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 274 ახალი შემთხვევა, რითაც 24 367-ს მიაღწია პანდემიის განმავლობაში დაავადებულთა საერთო რაოდენობამ.

საგანგებო შტაბის თანახმად, განიკურნა 17 547 პაციენტი, 423 - გარდაიცვალა.

იმ ქვეყნებისათვის ჩამოსული ვიზიტორებისათვის, სადაც COVID-19- ფართოდაა გავრცელებული, სავალდებულო იქნება კორნავირუსზე ჩატარებული ნეგატიური ტესტირების დამადასტურებელი ცნობა ან კარანტინის გავლა.

ამასთან 14-იდან 10-დღემდე მცირდება კარანტინში ყოფნის ვადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG