Accessibility links

შსს-მ კლინიკაში 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის საქმის გამოძიება დაიწყო


77 წლის ქალი, რომელიც ახლა კვლავ კლინიკა "სითი მედიქალში" მკურნალობს, ექიმებს ძალადობაში ადანაშაულებს. კლინიკაში აცხადებენ, რომ სისხლჩაქცევები პაციენტს კათეტერების დაყენების დროს გაუჩნდა.

პაციენტის ოჯახის წევრები მედიასთან მობილური ტელეფონის დაზიანებაზეც საუბრობენ. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG