Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის საზღვართან მდებარე უკონტროლი არეალში


სულ მცირე სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანის საკონტროლო რეგიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ოფიციალური ცნობით, თავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც სამხედრო პატრული 30 აგვისტოს ძებნის ოპერაციას ახორციელებდა ავღანეთის საზღვარზე მდებარე მშფოთვარე არეალში, სადაც თავს აფარებენ თალიბანი და სხვა ექსტრემისტული ჯგუფები.

თავდასხმის შედეგად დაიჭრა კიდევ ოთხი პაკისტანელი სამხედრო.

სამხედრო პატრულზე თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ტეჰრიკ-ე თალიბანმა (TTP), რომელიც იუწყება, რომ 11 ჯარისკაცი დაიხოცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG