Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ლიგაზე საქართველოს კლუბების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია


უეფას ევროპა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირს შემორჩენილი საქართველოს ორი კლუბის მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა. საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“, რომელიც მიმდინარე ევროსეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა და წარუმატებელი სტარტის გამო გადაერთო ევროპა ლიგაზე, მეორე წრეში უელსის „ქონაჰს“ დაუპირისპირდება. თბილისის „ლოკომოტივს“ კი მოწინააღმდეგედ მოსკოვის „დინამო“ ერგო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროტურნირების საწყისი ეტაპები თითომატჩიანი დაპირისპირებისგან შედგება და მასპინძელი გუნდებიც წილისყრამ გამოავლინა. 17 სექტემბერს „დინამო თბილისი“ უელსში ითამაშებს, „ლოკომოტივი“ კი რუსებს თბილისში დაუხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG