Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნოდ, ღარიბაშვილი მოქალაქეებს სამხედრო ჰოსპიტლის დავალიანებას ჩამოაწერს


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოქალაქეებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დავალიანება ჩამოეწერებათ.

მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 1 მლნ 600 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება გაუნულდება 1 000-მდე ადამიანს, რომელთაც სამხედრო ჰოსპიტლის 2009 წლიდან ერიცხებათ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) სხვადასხვა მომსახურების გამო.

სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო რიგით მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG