Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო გადაიდო


მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 1 სექტემბერს, 11:30 საათზე გაგრძელდება.

ექვსი არასრულწლოვანიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

არასრულწლოვან ბრალდებულთა საქმე გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმიდან „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად გამოყო, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG