Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იხსნება საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია


დღეს, 1 სექტემბერს იხსნება საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული. ერთი საათით ადრე ბიუროს სხდომა გაიმართება.

უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისაღებ კანონპროექტებს შორისა საარჩევნო კოდექსსა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებები.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, "არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე".

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსის ახალი ვარიანტი 2 ივლისს მიიღო. არჩევნებამდე 2 თვით ადრე ახალი ცვლილებების ინიცირება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იმით ახსნა, რომ ეს მოქალაქეებს მისცემს მეტ ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და დაასრულებს სპეკულაციებს ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელმაც, ერთი მხრივ, პარლამენტში მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ საარჩევნო ცვლილებებს და, მეორე მხრივ, აგრძელებდნენ ხელისუფლების და საარჩევნო პროცესის კრიტიკასა და დისკრედიტაციას.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები შეაფასა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მოჩვენებითი დემოკრატიული ძალისხმევის დემონსტრირებად, ნაწილმა კი არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება გამკაცრებულ კანონს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.

31 აგვისტოს, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვას.

კომიტეტის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ეხება პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესსაც. კერძოდ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება ექნებათ საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG