Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 15 ადამიანი


გუდაუთის საავადმყოფო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

31 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 330 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 120. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 ადამიანი.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. „საზღვარი“ 1 აგვისტოს გაიხსნა.

მაისიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 249.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG