Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე: დემოკრატიის განვითარებისთვის მისი კლება მნიშვნელოვანია


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი დაეცეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"12 პროცენტით დღეს ისინი არიან, სამწუხაროდ, მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს", - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და უმრავლესობას ვერ შექმნიან. პარტიის წევრები კომენტარებში აცხადებდნენ, რომ მათი რეიტინგი, დაახლოებით, 60 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG