Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან უცნობია მხოლოდ ერთის წყარო


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევიდან, 14 პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირებთან. 8 შემოტანილია, მათგან 5 შემთხვევაში კორონავირუსი დაუდასტურდა სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს. 23 შემთხვევიდან ჯერჯერობით დაუდგენელია ერთის ინფიცირების წყარო. ეს მონაცემები დღეს, 1 სექტემბერს დილით, მედიას გააცნო თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 1 სექტემბრის დილის მდგომარეობით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 230 პაციენტს. მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 21-ის მძიმე, დანარჩენების კი საშუალო, ან მსუბუქი.

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა. მათგან უკვე განიკურნა 1253. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ია.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 330 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG