Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​კოვიდცენტრებში განთავსებული 230 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობაა კრიტიკული


საქართველოს კოვიდცენტრებში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 230 პაციენტი მკურნალობს.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, მათგან ამ დროისათვის კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა. მისივე განმარტებით, 2-ით შემცირდა მძიმე პაციენტების რაოდენობა და მათი რიცხვი 21-ია. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თანახმად, კლინიკაში განთავსებული 9 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმედ 1-ის მდგომარეობა ფასდება. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა რამდენიმედღიანი სტაბილიზაციის შემდეგ, კვლავ გაუარესდა.

„მდგომარეობა მართალია რამოდენიმე დღეა სტაბილური იყო, მაგრამ დღეს რაღაც ცოტა გაუარესება შეინიშნება და ამიტომ რჩება კვლავ კრიტიკულთა სიაში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში 1 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 23-ით გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა. მათგან უკვე განიკურნა 1253. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ია.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 330 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG