Accessibility links

თამარ გაბუნიას თქმით, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მისი "განსაკუთრებული როლის" გამო არ გადასულა


ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მსგავსად, თუ ვინმე კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია და შესაბამისი პირობები აქვს, თვითიზოლაციაში გადასვლა შეუძლია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამონაკლისი არაა და მისთვის თვითიზოლაციის უფლება თანამდებობის ან "განსაკუთრებული როლის" გამო არ მიუციათ.

"ნებისმიერ ჩვენგანს, რომელსაც ექნება ხვალ კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა და ამას დაადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეს ადამიანი იქნება არჩილ თალაკვაძე, თამარ გაბუნია თუ სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა - კარანტინში", - თქვა გაბუნიამ.

თალაკვაძე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში მას მერე მოექცა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ვირუსის საინკუბაციო პერიოდს საკარანტინო სივრცის ნაცვლად შინ გაატარებს. ამ უფლების მიღება მოქალაქეთა ერთ ნაწილს სასამართლოში დავით უწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG