Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში შეხვედრას მართავენ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მონაწილეები


ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური ირანში. 2019 წ. ნოემბრის ფოტო.
ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური ირანში. 2019 წ. ნოემბრის ფოტო.

დღეს ვენაში შეხვედრას მართავენ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების დარჩენილი მონაწილეები. აშშ, რომელიც გამოვიდა შეთანხმებიდან, მოითხოვს ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ხელახლა დაწესებას და იარაღის ემბარგოს გაგრძელებას.

ვენის შეხვედრას გაუძღვება ევროკავშირის წარმომადგენელი და მასში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი და რუსეთი.

აშშ-მა 2015 წლის საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმება ორ წელზე მეტი ხნის წინ დატოვა და მას შემდეგ ირანს განუახლა სანქციები. საპასუხოდ ირანმა გაააქტიურა ბირთვულ სფეროში საქმიანობა.

ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი ყოველ ღონეს ხმარობენ შეთანხმების გადასარჩენად. დოკუმენტის თანახმად, სანქციების მოხსნის საპასუხოდ ირანმა ივალდებულა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა.

გასულ კვირაში ირანი დათანხმდა, გაეროს ენერგეტიკის სფეროს ინსპექტორები დაუშვას თავის ორ ობიექტზე, რომლების თაობაზეც არსებობდა ეჭვი, რომ 2000-იანი წლების დამდეგს იქ არადეკლარირებულ საქმიანობას ეწეოდნენ.

მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ დაბლოკა აშშ-ის მოთხოვნა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების აღდგენის თაობაზე. ასევე, ვაშინგტონმა ვერ მოახერხა საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გასაგრძელებლად, რომელსაც ოქტომბერში გასდის ვადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG