Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტესტირებას ურჩევენ ყველას, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბათუმის კაფე "დონას" სტუმრობდა


ბათუმში თვითიზოლაციაშია 50-ზე მეტი პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტრო „დონას“ ინფიცირებულ თანამშრომელთან. მათ ტესტირება ჩაუტარეს და პასუხის მოლოდინში არიან. კონტაქტების კვლევა გრძელდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირებას ურჩევს ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ საკონდიტროში იმყოფებოდა. ბათუმში უფასო ტესტირება შესაძლებელია ბულვარის კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, "აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ კარვებში.

„დონას“ თანამშრომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ბათუმში ინფიცირების ეს შემთხვევა ერთ-ერთია საქართველოში დღეს დილით დადასტურებული 23 ახალი შემთხვევიდან. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1253.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG