Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს არა პრობლემებზე მოსაუბრეებით, არამედ პრობლემების დაძლევაზე ორიენტირებული პირებით


ავტორი: რატი აბულაძე

პოლიტიკურ ველზე ვხედავთ პოლიტიკური მადის მქონე სუბიექტებს, ვიდრე ახალი პოლიტიკის წარმოებისა და მართვის რესურსის მქონე პირებს.

აღსანიშნია, რომ მხოლოდ პოლიტიკური მადა არ ქმნის ქვეყნის განვითარების მზაობას, პირიქით ზრდის რისკებს, სიღარიბეს, არაეფექტიან მმართველობას და გამოწვევებს.

დღეს, ქვეყანა სასიცოცხლოდ საჭიროებს პოლიტიკური მზაობის მქონე სუბიექტებს. ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიზნით, საჭიროა მოხდეს „ხელოვნურად შექმნილი“ პოლიტიკოსების გადაფასება. არაეფექტიანი შედეგების და მოუქნელი მართვის გამო, პოლიტიკის სუროგაცია წარსულს უნდა ჩაბარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ეკონომიკური პრობლემების მსხვერპლის როლში, სადაც გამოსავალი მხოლოდ ვალებით შევსებული ბიუჯეტიდან გაღებული დახმარებები იქნება.

გლობალური გამოწვევების ფონზე, ქართული პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს არა პრობლემებზე მოსაუბრეებით, არამედ პრობლემების გადაჭრის რესურსის მქონე პირებით. რაც პროგრამულად და მეთოდურად მაინც უნდა იყოს გამყარებული (ქარიზმატულ თვისებებზე აღარ ვსაუბრობ). ამასთან, პერსონებთან ბრძოლით, ქვეყნის პრობლემები არასდროს გადაიჭრება.

განსაცვიფრებელია ის ფაქტორიც, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს მიღწევად მიაჩნიათ სკოლის, ბაღის თუ გზის კეთება, რომლის მშენებლობაც ისედაც სახელმწიფოს ფუნქცია და ამოცანაა. შესაბამისად, მასზე საუბარი ისეთივეა, როგორც იმის აღნიშნა, რომ სამსახურში ყოველდღე დადიან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პრობლემებზე საუბრობს ყველა ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკური სივრცის წარმომადგენელი, რაც სხვადასხვა შეფასებების წარმოშობის საფუძველია., სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სივრციდან არავინ საუბრობს გლობალურ პროექტებზე, სტრატეგიულ გეგმებზე, ტაქტიკურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური განზომილება ვერასდროს შექმნის სიცოცხლისუნარიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეს.

არსებითია აღინიშნოს ისიც, რომ პრობლემებზე საუბარში ახალი არაფერია. პრობლემები ისედაც ყველამ იცის: მთავრობამ, ბიზნესმა თუ მოქალაქემ. პოლიტიკურმა სუბიექტებმა თუ პრობლემა არ იცის საჯაროდ რატომ „აქტიურობს“, და თუ იცის მაშინ პრობლემის მოსასმენის ნაცვლად პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე უნდა იმსჯელოს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში ეკონომიკაც და პოლიტიკაც ერთნაირ მდგომარეობაშია. სადაც: არ იცვლება არც ეკონომიკური მდგომარეობა და არც პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ თუ ახალ მიმართულებებს ვერ გენერირებ, შემოსავლის ახალ წყაროებს ვერ წარმოადგენ, ახალ ეკონომიკურ პროგრამებს ვერ ინიცირებ და გაურკვევლობას ვერ ძლევ, „იმედის კორიდორი“ მაინც გააკეთე გაურკვევლობის პოლიტიკაში, პერსპექტივის პოლიტიკა მაინც შექმენი, იმისათვის, რომ ნაწილ სივრცეში პოლიტიკურად ჯანმრთელი და ქარიზმატული კადრები წარმოჩინდეს.

ჯამში, ქვეყანაში არის არასტრატეგიული მოცემულობის პოლიტიკური გარემო, რომელიც გამომშრალია ახალი ინიციატივებისგან, სტრატეგიული გეგმებისგან, გლობალური პროექტებისგან, ტაქტიკური ღონისძიებებისგან და ეკონომიკური პროგრამებისგან. შესაბამისად, ქვეყანა და საზოგადოებას საჭიროებს ახალ პოლიტიკას და პოლიტიკის ავტორებს.

დაბოლოს, როგორც უნივერსიტეტის დიპლომის ყიდვას არ აქვს აზრი, ისე პარლამენტში პოლიტიკური უნარების გარეშე მოსვლას აღარ აქვს აზრი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG