Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, 38 - კარანტინშია


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ პირის "კონტაქტები", 38 პირი, ახლა საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ 38 პირს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა და პირველადი პასუხი უარყოფითია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 510 პირს დაუდგინდა, მათგან 1 253 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG