Accessibility links

ნორვეგიის პარლამენტზე მოხდა მასობრივი ჰაკერული თავდასხმა


1 სექტემბერს ნორვეგიის პარლამენტზე მოხდა მასშტაბური ჰაკერული შეტევა.

როგორც „როიტერსი“ იუწყება საკანონმდებლო ორგანოზე დაყრდნობით, გატეხილია რამდენიმე დეპუტატისა და თანამშრომლის ელექტრონული ფოსტა.

თავდასხმის ლიკვიდაციით დაკავებულია ნორვეგიის ნაციონალური უსაფრთხოების სამმართველო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ამ ჰაკერული თავდასხმის უკან.

ივლისის ბოლოს ევროკავშირმა სანქციები დააწესა ევროკავშირის ინსტიტუტზე კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილი, რუსეთის ოთხი მოქალაქის მიმართ.

სანქციათა სიაში მოხდა ასევე რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი.

მას ადანაშულებენ ჰაკერულ დაჯგუფება Sandworm Team-თან კავშირში.

როგორც ამტკიცებენ, ამ ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა მრავალ სამთავრობო რესურსზე მსოფლიოს მასშტაბით და ასევე უკრაინის ენერგოსისტემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG