Accessibility links

სომხეთში ალკოჰოლური მოწამვლით 10 ადამიანი მოკვდა


სომხეთში ალკოჰოლური მოწამვლით 10 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

რამდენიმე მოწამლული იმყოფება საავადმყოფოში.

ორი მათგანის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

მოწამლულთა უმრავლესობა არმავირის ოლქიდან არიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასობრივი მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ გახდა არაქარხნული წესით დამზადებული არყის მიღება.

ადამიანების სიკვდილში ეჭვმიტანილის სახლში სამართალდამცველებმა 200 ლიტრი თვითნახადი არაყი. მამაკაცი დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG