Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა


1 სექტემბრის მონაცემებით რუსეთში 1 მილიონს გადააჭარბა ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა.

ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში საშიში ვირუსისგან გარდაიცვალა 17 299 პაციენტი.

ამ პერიოდში განიკურნა 815 000 ადამიანი.

რუსეთში, სადაც 1 სექტემბრიდან იხსნება სკოლები და სასწავლო დაწესებულებები, ხელისუფლება ირწმუნება, რომ მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანამ გადალახა დაავადების პიკი და მისი რწმენით კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელი არ არის.

მაგრამ წუხელ რუსეთში კორონავირუსის 4729 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ დაბალია წინა დღეების სტატისტიკასთან შედარებით.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ისგან გარდაიცვალა 123 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG