Accessibility links

ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე სექტემბერში გასამართ თამაშებს ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაატარებს. ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ლეგიონერს კორონავირუსი დაუდასტურდა და თბილისში მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.

SturmNetz.at-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ზე ტესტირებისას „შტურმის“ ორი ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილისა და ფილიპ ჰასპეკის, ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

24 წლის ოთარ კიტეიშვილს ეროვნული ნაკრების რიგებში თორმეტი თამაში აქვს ჩატარებული. ამჯერად გუნდს 1 სექტემბერს უნდა შეერთებოდა. 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 8-ში კი თბილისში უმასპინძლებს ჩრდილოეთ მაკედონიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG