Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია: "დონას" წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ"


საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერს განეკუთვნება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი მონაცემებით, დანარჩენი შემთხვევებიდან, 7 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა არის შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ხუთ პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

„16 აპრილის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რისი მატებაც გვაქვს დღევანდელი მონაცემებით. მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო გახლავთ საკონდიტრო მაღაზია "დონა", მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი ცნობით, ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით სულ 251 პაციენტი მკურნალობს. მათგან 3 კრიტიკულია, 15 მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი.

საქართველოში გასული 24 საათს განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 2 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG