Accessibility links

Amnesty International-ის ანგარიშში ლაპარაკია ირანში ადამიანის უფლებების "შემაძრწუნებელ" დარღვევებზე


საპროტესტო გამოსვლები თეირანში. 2019 წ. 16 ნოემბერი.

Amnesty International-მა 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანს ბრალი დასდო „ადამიანის უფლებების დარღვევათა შემაძრწუნებელ ჩამონათვალში“ 2019 წლის ნოემბერში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა, მათ შორის, 10 წლის ბავშვების მიმართ.

შარშანდელი დემონსტრაციები გამოიწვია საწვავის ფასების მკვეთრმა ზრდამ და ირანის ასამდე ქალაქზე გავრცელდა.

ხელისუფლებამ გამოსვლებს ძალადობით უპასუხა. Amnesty International-ის თანახმად, მოკლეს 304 დემონსტრანტი და რამდენიმე ათასი დააპატიმრეს. რამდენიმე დღით გათიშული იყო ინტერნეტი, რათა ხელი შეეშალათ ინფორმაციაზე წვდომისთვის.

ლონდონის უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის პოლიცია, დაზვერვა, უშიშროების ძალები და ციხის წარმომადგენლები მოსამართლეებისა და პროკურორების მონაწილეობით მიმართავდნენ თვითნებურ დაკავებას, ძალადობით გაუჩინარებას, წამებას და სხვა სახის სასტიკ მოპყრობას დემონსტრანტების, გამვლელებისა და სხვათა მიმართ, რომლებიც 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG