Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი მოუწოდებს პარტიებს, საარჩევნო პლაკატები სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გააკრან


თბილისში განისაზღვრა სპეციალური ადგილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ საარჩევნო პლაკატების განთავსება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა ქალაქის მასშტაბით გამოყო საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები. მერის განმარტებით, აღნიშნული ნუსხა დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს.

დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა. კახა კალაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, საარჩევნო პლაკატების გაკვრისას მერიის მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელონ:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს იმისი, რომ პოლიტიკური პარტიები ვაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს და გასცდება კანონს, რა თქმა უნდა, მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 31 აგვისტოს ხელმოწერილი ამავე განკარგულებით დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG