Accessibility links

logo-print logo-print

ბორელი, სტოლტენბერგი, დასავლეთის ქვენები, გადაჭრით გმობენ ალექსეი ნავალნის მოწამვლას


ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის კავშირი გადაჭრით გმობს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში მთლიანად დაგმო რუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი ნავალნის მოწამვლას უწოდებს „საზიზღარს და მხდალ“ ქმედებას.

2 სექტემბერს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა, რომელიც გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩატარდა, დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება, ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია ყველა ვითარებაში და წარმოადგენს საერთაშორისო მართლის დარღვევას. ევროკავშირი თვლის, რომ რუსეთის მთავრობამ გულმოდგირედ და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს ნავალნის მკვლელობის საქმე. ევროკავშირს მადლობას უხდის ბერლინის საავადმყოფოს, „შარიტეს“ ნავალნის მკურნალობისთვი და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ სრულიად გმობს სამხედრო კლასის ნერვული აგენტის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის მხრიდან სრული და გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობას. სტოლტენბერგის თანახმად, მას კონსულტაციები ექნება გერმანიასთან ლა ნატოს ყველა მოკავშირესთან.

ტვიტერით გაავრცელა განცხადება ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ნავალნის მოწამვლას უწოდებს „საზიზღარს და მხდალ“ კიდევ ერთ ქმედებას. დამნაშავეები უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე, წერს ფონ დერ ლიანენი.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნავალნის მოწამვლის მიზანი მისი „დადუმება“ იყო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მოწამვლას უწოდა სრულად მიუღებელი და ტვიტერით განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, „რათა პასუხისგებაში იქნენ მიცემული ისინი რუსეთში, სადაც უნდა მიდიოდეს მტკიცებულება, რათა შეეზღუდოთ მათ დაფინანსება მათი ბოროტი ქმედებებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG