Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიის მიმართულებით ავიამიმოსვლა განახლდა


დღეიდან, 3 სექტემბრიდან ნატახტარი მესტიის მიმართულებით და პირიქით ავიამიმოსვლა განახლდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, რეისები კვირაში ხუთჯერ შესრულდება და მგზავრობის ღირებულება ზრდასრული მოქალაქეებისთვის 90 ლარი იქნება.

სვანეთში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ფრენები მესტიის მიმართულებით 11 აგვისტოდან იყო შეჩერებული.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანახმად, რეისები მესტიის მიმართულებით ყველა არსებული რეგულაციის დაცვით განხორციელდება, იქნება ეს სოციალური დისტანცირება, თერმოსკრინინგი თუ პირბადის ტარება.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები სრულად 2 სექტემბრიდან მოიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკონტროლო-გამშვები პუნქტები გახსნა როგორც დაბა მესტიის, ისე ლენჯერის შესასვლელებში.

ზემო სვანეთის ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 24 საათში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა. კარანტინში გადაიყვანეს მესტიაში მყოფი ყველა ტურისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG