Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ცვლილებები მოახდინა ბელარუსის ძალოვან სტრუქტურებში


ბელარუსის პრეზიენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ვალერი ვაკულჩიკი დანიშნა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნად, ხოლო უშიშროების უწყებას სათავეში ჩაუყენა სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელი, ივან ტერტელი.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა სააგენტო ბელტამ.

არ არის ცნობილი, რა თანამდებობა ჩაბარდა უშიშროების საბჭოს მდივანს.

ბელარუსში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უარყოფას. ოპოზიცია მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას და ლუკაშენკას გადადგომას. ლუკაშენკა, რომელსაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 80 პროცენტი მიიმხრო, აცხადებს, რმ არ აპირებს გადადგომას.

9 აგვისტოს შემდეგ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ტარდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები ახალ არჩენებს მოითხოვენ და გმობენ პოლიციის ძალადობას. ერთ-ერთ საპროტესტო აქციაში, მინსკში 200 ათასამდე დემონსტრანტი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG