Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით დაავადების შემთხვევა რუსთავში


კოვიდ 19 დაუდასტურდა რუსთავის ცხელების ცენტრში 2 სექტემბრის საღამოს შეყვანილ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მაღაზიათა ქსელ "ნავნეს" საწყობში მუშაობდა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის, თქმით, რუსთაველი პაციენტი თბილისში მუშაობდა. ის უკვე გადაყვანილია თბილისის ბიჭორიშვილის სახელობის ინფექციურ კლინიკაში. რუსთავის ცხელების ცენტრში კოვიდ 19-ით დაავადების ბოლო შემთხვევა 31 აგვისტოს გამოვლინდა. ინფექცია სომხეთის მოქალაქეს, სატვირთო მანქანის მძღოლს, დაუდგინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG