Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის წევრს პატიმრობა მიუსაჯეს „ხულიგნობისთვის“


ბაქოს სასამართლომ 3 სექტემბერს დამნაშავედ სცნო ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ თავმჯდომარის მოადგილე, ტოფიკ იაკუბლუ და მას 4 წლითა და სამი თვით მიუსაჯა პატიმრობა.

იაკბულუ მარტში დააკავეს მას შემდეგ, რაც იგი ავარიაში მოყვა და მწვავე კამათი მოუვიდა მძღოლთან, რომელიც მას დაეჯახა.

გამოძიებამ იაკუბლუ დაადანაშაულა იმაში, რომ მძღოლს "ხულიგნურად" თავს დაესხა რკინის ხელსაწყოთი, რასაც პოლიტიკოსი უარყოფდა.

ტოფიკ იუკუბლუმ სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული.

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ავარია გამოყენებული იქნა საბაბად „ფიქტიური“ საქმის აღძვრისათვის იაკუბლუს წინააღმდეგ, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ავტორიტარულ მმართველობას.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს სათავეში უდგას 2003 წლიდან, რომელმაც ამ პოსტზე მისი მამა, ჰეიდარ ალიევი, შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG