Accessibility links

პაატა იმნაძე: ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ, მიჩვეულები ვართ


ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას „რუსთავი 2“-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

„მაგისი არაფრის არ მეშინია, იმიტომ, რომ არაფერი საიდუმლო ექსპერიმენტები ჩვენ არ გვაქვს და მაგას ვერაფერს ვერ მოიპარავდნენ, ეს ერთი. მეორე, მე ეს ძალიან არ მაწუხებს ქვეყნის გარედან... მიჩვეული ვარ მაგას. მე იცით, რა მაწუხებს, ჩვენ ქვეყნის შიგნიდან, რომ გვიტევენ. გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ და მიჩვეულები ვართ. ჩვენ მაგისთვის არ გვცალია და საქმე გვაქვს გასაკეთებელი. COVID-ს ვებრძვით, ეგ არის ჩვენი საქმე ახლა.

პაატა იმნაძემ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის თემაზე რადიო თავისუფლებასთან საუბარზე უარი თქვა. „უკაცრავად, თქვენ ძალიან ბევრი ხართ. მე ერთი და სამუშაოც მაქვს", - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება მოგვწერა მან.

NCDC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მის დასრულებამდე ცენტრში ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შსს-ის განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.

ასევე ნახეთ: საქართველოში პასუხობენ რუსი დეპუტატის ბრალდებებს - საქმე „ნოვიჩოკის“ წარმოებას ეხება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG