Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკის ყოფილ გუბერნატორს სასამართლომ კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 3 სექტემბერს კიდევ სამი თვით, 9 დეკემბრამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ხაბაროვსკის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს, რომელიც ბრალდებულია ორი პირის მკვლელობის ორგანიზებაში.

სასამართლო სხდომაზე ფურგალმა განაცხადა, რომ მისი მისამართით ადგილი აქვს მუქარებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იური ბორტოვოის მხრიდან, რომელიც მის საქმეს იძიებს.

განსასჯელის თქმით, ბორტოვოიმ მას უთხრა, რომ თუ ბრალს არ აღიარებს, მაშინ მის ყოფილ მეუღლეს, ლარისა სტაროდუბოვოსა და მის გერს, ეკატერინას, სისხლის სამართალში მისცემენ თაღლითობის მუხლით და „ლეფორტოვოს“ ციხეში გაუშვებენ.

2 სექტემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი ფურგალს ოფიციალურად წაუყენა ბრალი 2004 წელს ხაბაროვსკელი ბიზნესმენის, ევგენი ზორიას მკვლელობაში.

ფურგალის ბრალდებას უარყოფს და 16 წლის შემდეგ მის დევნას „პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.

ყოფილი გუბერნატორის მხარდასაჭერად ხაბაროვსკში ყოველდღიურად იმართება აქციები.

შაბათ-კვირას კი დემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG