Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5107 პირია დაჯარიმებული


პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია დაჯარიმებული.

მონაცემები რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების ცნობით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის 9884 ფაქტია გამოვლენილი. მათგან 4776 ფიზიკურ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესი 12 ივნისს დაამტკიცა და იმავე დღეს ამოქმედდა. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება, იურიდიული - 500 ლარით.

პირბადის ტარება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა, მათ შორის, ტრანსპორტში და კაფე-ბარებში შეკვეთის მიღებამდე. არსებობს გამონაკლისებიც, მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაბამისი ცნობის არსებობის შემთხვევაში და 6 წლამდე ბავშვს პირბადის ტარება არ მოეთხოვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG