Accessibility links

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა


საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე საქართველოს ნაკრებს ექვსი ქულა აქვს.

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში საფრანგეთის ასევე ახალგაზრდულ ნაკრებს გორში უმასპინძლა და 0:2 წააგო. სტუმრებმა ანგარიში 37-ე წუთზე გახსნეს, ილია ბერიაშვილის ავტოგოლით. საბოლოო შედეგი კი უდსონ ედუარმა დააფიქსირა, 92-ე წუთზე გატანილი პენალტით.

უეფას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სექტემბრის სანაკრებო მატჩები მაყურებლის გარეშე ტარდება და გორში გამართული შეხვედრისასაც, ტრიბუნები ცარიელი იყო.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე საქართველოს ნაკრებს ექვსი ქულა აქვს და ექვსგუნდიან ჯგუფში მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს აზერბაიჯანთან და სლოვაკეთთან. ლიდერ შვეიცარიას კი უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება. ქართველი ახალგაზრდები მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს ლიხტენშტაინელ თანატოლებთან, სტუმრად ჩაატარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG