Accessibility links

logo-print logo-print

ირმა ინაშვილი: ვფიცავ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიფიცა, რომ არასდროს აუღია რუსული ფული.

„თქვენს ეთერში საჯაროდ ვამბობ, მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს მოქალაქე ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან-მოურავს არასდროს არ აუღია რუსული ფული. ყოველი ჩემი მოქმედება გამსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. მე ამას ვაკეთებ თბილისშიც, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება,"- თქვა ირმა ინაშვილმა.

გამოცემა „დოსიე“ წერს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ მოსკოველ კონსულტანტებთან საუბარი ჰქონდა ორ დასაფინანსებელ პროექტზე: 2020 წლის დასაწყისში 700 ათას დოლარიანზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - 8 მილიონ დოლარიანზე. პირველი საკონსულტაციო მომსახურებას შეეხება, ხოლო მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის 4-თვიანი ბიუჯეტია, რომელიც, წყაროს თანახმად, თავად „პატრიოტთა ალიანსმა“ გადააგზავნა მოსკოვში.

სტატიაში არ ჩანს, კონკრეტულად ვინ იხდის ანდა უკვე გადახდილია თუ არა ეს ფული. თუმცა მაგალითად 700 ათას დოლარიან პროექტთან მიმართებით წერია, რომ „თუკი მიმღები მხარე [სავარაუდოდ - „პატრიოტთა ალიანსი“] მზად არის საკუთარ თავზე აიღოს საკითხების ნაწილი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, შესაძლებელი იქნება ხარჯთაღრიცხვაში ასახული თანხების შემცირებაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG