Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახში ძალადობისთვის ბათუმში 29 წლის მამაკაცი დააკავეს


Police line.
Police line.

ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბათუმში 29 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ
მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯ.ქ., რომელიც ამჟამად ძარცვისთვის პირობით სასჯელს იხდის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის
მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG