Accessibility links

კახეთში ავტომობილებით მოვაჭრე მოკლეს


მკვლელობით დასრულდა ავტომობილის ყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი.

ადგილობრივები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მოკლული მანქანებით ვაჭრობდა და კონფლიქტი ავტომობილის ფასთან დაკავშირებით დაიწყო. შემთხვევა იმ ტაქსიში მოხდა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები გადაადგილდებოდნენ.

მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს სავარაუდო ბრალდებული ჯერ არ დაუკავებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG