Accessibility links

site logo site logo

თავის ახალ წიგნში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი წერს პუტინით ტრამპის აღფრთოვანებაზე


მაიკლ კოენი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი თავის ახალ წიგნში წერს, რომ ტრამპი შეყვარებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინში მისი უნარის გამო, აკონტროლოს ყველაფერი - მედიიდან საფინანსო დაწესებულებებამდე. წიგნში, რომელიც 8 სექტემბერს გამოდის, მაიკლ კოენი წერს, რომ ტრამპს აღაფრთოვანებს რუსეთის ლიდერი, ვინაიდან პუტინს შეუძლია „ხელში ეჭიროს მთელი ქვეყანა და ისე მართოს, თითქოს ის ყოფილიყოს მისი კერძო კომპანია - ფაქტობრივად, ‘ტრამპის ორგანიზაცია’“.

კოენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრამპის ერთგული თანაშემწე, ფედერალურ სასამართლოში იხდის სამწლიან სასჯელს კერძო საფინანსო დარღვევებისა და კონგრესისთვის ტყუილის თქმისთვის.

მისი წიგნი, „არაერთგული: მემუარები“, რიგმა მედიასაშუალებებმა წინასწარ მოიპოვეს და ნაწილები გამოაქვეყნეს.

თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უარყო კოენის მოსაზრებები რუსეთის შესახებ, როგორც უსაფუძვლო, და აღნიშნა, რომ, როგორც სხვადასხვა გამოძიებამ დაადასტურა, ტრამპსა და მოსკოვს შორის „არ ყოფილა გარიგება“.

თავის წიგნში კოენი იმეორებს მის მიერ პრეზიდენტის მისამართით ადრე გამოთქმულ კრიტიკას. ის მას უწოდებს „მატყუარას, ცრუს, აფერისტს, მჩაგვრელს, რასისტს, მტაცებელს, თაღლითს“, რომლისაც ბრმად ერთგული იყო, მაგრამ ახლა ის მხარს უჭერს ნოემბრის არჩევნებში ტრამპის გადარჩევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG