Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობა 20-30-40-ით გაიზრდება


მთავარია ვირუსის მართვა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20-30-40-ით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მთავარია წყარო ვიცოდეთ, მკურნალობა შეგვეძლოს და პროცესი ვმართოთ.

„რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა კარანტინის ვადის შესაძლო შემცირების შესახებ ცნობებს და თქვა, თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG