Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირველად 27 ივლისის შემდეგ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო შეთანხმება ძალაში შევიდა.

გაერთიანებული ძალების სარდლობის თანახმად, 6 სექტემბერს, ნაშუადღევს, დონეცკის რაიონის სოფელ კრასნოგოროვკას მიდამოებში უკრაინის სამხედროების მიმართულებით ყუმბარმყტორცნიდან ცეცხლი გაიხსნა. დაბომბვის შედეგად ერთი სამხედრო დაიჭრა, იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ამავე დროს, უკრაინულმა მხარემ დაბომბვაში "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ფორმირებები" დაადანაშაულა.

მომხდარამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა ბრძანა 7 სექტებერს დილით ცეცხლი გაეხსნათ უკრაინის პოზიციებზე ქალაქ გორლოვკასთან ახლოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის არმიის სარდლობა არ გაიყვანა პერსონალს ამ ადგილიდან და არ დახურავდა სანგრებს, რომლებიც, პუშილინის განცხადების თანახმად, გათხრილი იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

ამის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ ”ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ ვერ ნახა ცვლილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებში” დონბასში, კერძოდ, ”ვერ აღმოაჩინეს უკანონოდ აღმართული საინჟინრო სტრუქტურები”, რაზეც პუშილინი საუბრობდა.

შეთანხმება დონბასში ”სრული და ყოვლისმომცველი” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიღწეულ იქნა 22 ივლისს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სრულუფლებიანი წარმომადგენლების მონაწილეობით. ის ძალაში შევიდა 27 ივლისს და მას შემდეგ არ დარღვეულა. კვირას მომხდარი ინციდენტი პირველი იყო, როდესაც ერთმა მხარემ მეორე დაადანაშაულა იარაღის გამოყენებაში.

კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ დონბასში, სადემარკაციო ზონასთან ნაღმებზე ორი უკრაინელი სამხედრო აფეთქდა. გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, ეს მოხდა დონეცკის ოლქის სოფელ ვერხნეტორეცკოეს მიდამოში სამხედროების მიერ ხანძრის კერების შემოვლის დროს. მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა ჭრილობების შედეგად ლუგანსკის რეგიონში სროლების შედეგად, პრჩეპილივკასთან ახლოს. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ამტკიცებენ, რომ შეთანხება არ დაურღვევიათ და ცეცხლი არ გაუხსნიათ.

რუსეთი ყოველთვის უარყოფდა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ძალების მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG