Accessibility links

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე დისკვალიფიკაციით დასაჯეს


ამერიკის ღია პირველობა მსოფლიოს პირველი ჩოგნის გარეშე გრძელდება. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეჯიბრებას წაგების გარეშე გამოეთიშა - უფრო ზუსტად კი, ჩამოაშორეს. მერვედფინალში, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან შეხვედრისას, ჯოკოვიჩმა ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა, რისთვისაც დისკვალიფიკაციით დაისაჯა. იმ მომენტში პირველი სეტის თერთმეტი გეიმი იყო ნათამაშევი და „ნოლე“ აგებდა - 5:6.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი შეეცადა აეხსნა მატჩის სუპერვაიზერისთვის, რომ ბურთი მსაჯისთვის განზრახ არ გაურტყამს, მაგრამ... მაინც დასაჯეს. დისკვალიფიცირებულ სპორტსმენს ამერიკის ღია პირველობაზე მოპოვებული ქულებიც გაუუქმდება და ვერც ტურნირზე გამომუშავებულ თანხას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG