Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს 2 პირი 1000-მდე აბი სუბუტექსის შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის გამო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია 1000-მდე აბი სუბუტექსი. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, 1984 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. მათ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. გამოძიების თანახმად, დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ე.წ."დადების მეთოდით" გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

"სამართალდამცველებმა მათ მიერ, სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG