Accessibility links

ქალის მკვლელობაში ორ ბრალდებულს 20-20 წლით, ხოლო მესამეს 17 წლით პატიმრობა მიესაჯათ


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში, 2019 წლის 6 ნოემბერს მარტოხელა ქალის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ პირს 20-20 წლით, ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

არბოშიკში 61 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გამოძების ოფიციალური ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობოდა, ხელები დამტვრეული ჰქონდა, პირზე კი, ე.წ. სკოჩი ჰქონდა აკრული.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ქალი ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ მოკლეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კიდევ ერთმა სავარაუდო დამნაშავემ, საქართველოს საზღვრები დატოვა და მიმალვა მოახერხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG