Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობს


აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის, ტოფიკ იაკუბლუს, ადვოკატი აცხადებს, რომ 59 წლის პოლიტიკოსი, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს საპატიმროში, თავს ცუდად გრძნობს და სისუსტის გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

ადვოკატმა აგის ლაისმა 7 სექტემბერს მოინახულა საპატიმროში ტოფიკ იაკუბლუ, რომელსაც ბაქოს სასამართლომ 4 წლითა და სამი თვით მიუსაჯა პატიმრობა „ხულიგნობისთვის“.

ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ თავმჯდომარის მოადგილე, ტოფიკ იაკუბლუ სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფიზიკურად იძალადა მძღოლზე, რომელიც მის მანქანას დაეჯახა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

როგორც იაკუბლუს ადვოკატმა უთხრა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს, მან საპატიმროში მოინახულა თავისი კლიენტი, რომელიც 2 სექტემბიდან შიმშილობს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბაქოს იზოლატორის ხელმძღვანელობა იაკუბლუს შიმშილობას „მის ფსიქიკურ აშლილობას“ უკავშირებს, მაგრამ პატიმარმა უარი თქვა შესაბამის ცნობაზე ხელის მოწერაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG