Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის სოფელ კაბალში დაჭრეს 45 წლის კაცი


საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში დაჭრეს 45 წლის მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

დაჭრილის ძმამ მუსა ულხანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შელაპარაკება ავტომობილის გამო დაიწყო. „ჩემი ძმის სახლთან, ქუჩაში, სავარაუდო მოძალადეს თავისი მანქანა ისე ჰყავდა გაჩერებული, რომ ჩემს ძმას სახლიდან მანქანა გარეთ ვერ გამოჰყავდა. ჩემმა ძმამ მოძალადეს რამდენჯერმე სთხოვა მანქანა სხვაგან გაეჩერებინა, რაზეს ის ძალადობაზე გადავიდა. მან ჩემი ძმა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა"- თქვა მუსა ულხანოვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG