Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოგისტიკური პრობლემების გამო გადაიდო შიდა ავღანური შეხვედრა კატარში


ავღანეთის ხელისუფლების დელეგაციამ გადადო გამგზავრება დოჰაში, სადაც ამ კვირაში უნდა დაიწყოს შიდა ავღანური შეხვედრა თალიბანთან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

შეხვედრის დაწყების საბოლოო თარიღი დადგენილი არ ყოფილა, თუმცა თალიბების დელეგაცია კატარის დედაქალაქში უკვე გასულ კვირაში ჩავიდა, რათა მომზადებულიყვნენ არა უგვიანეს 7 სექტემბრისთვის მოსალოდნელი შეხვედრისთვის.

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრუჰალ სალეჰმა განაცხადა, რომ ავღანეთის დელეგაცია შეხევდრაზე მას შემდეგ გაემგზავრება, რაც ყველა ლოგისტიკური პრობლება მოგვარდება.

მათ შორის, თუ როგორ იქნება განლაგებული დროშები მოლაპარაკების ოთხაში და ვის მიეცემა დრო გამოსვლისათვის.

კიდევ ერთი პრობლემაა ყველაზე მძიმე დანაშაულში მსავრდებული ექვსი თალიბის გათავისუფლება და მათი ჩაყვანა დოჰაში, სადაც ისინი შიდა პატიმრობაში იქნებიან.

მაგრამ ამ ექვსის გათავისუფლებას ეწინააღმდეგება საფრანგეთი და ავსტრალია, რადგან მათ კავშირი აქვთ ამ ქვეყნების ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პერსონალის დახოცვასთან ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG